loader

ვინ იძიებდა ყოფილი თანამდებობის პირების, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო დანაშულის ფაქტებს, როდესაც თავად იყვნენ ამ უწყებების ხელმძღვანელები - რა უპასუხა პაატა დავითაიამ ჟურნალისტის შეკითხვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იძიებდა ყოფილი თანამდებობის პირების, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლო დანაშულის ფაქტებს, როდესაც თავად იყვნენ ამ უწყებების ხელმძღვანელები - რა უპასუხა პაატა დავითაიამ ჟურნალისტის შეკითხვას

ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფლობს ძალიან დიდ ფინანსებს, ამ შემთხვევაში ავიღოთ ერთი ადამიანი საქართველოში, ყოველთვის აქვს თავისი პირადი დაჯგუფება „სპეცსამსახურის“ სახით, რომელიც ავტონომიურია ყველანაირი სახელმწიფო სტრუქტურებისგან, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ჰკითხა, ვინ იძიებდა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებს, როდესაც თავად იყვნენ ამ უწყებების ხელმძღვანელები.

დავითაიას თქმით, როდესაც დიდ ფინანსებს ეხება საქმე, არცერთი ოლიგარქი არავის ენდობა.

„მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერპოლს ვუწევდი კონსულტაციებს აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით და რაღაც საკითხებში ჩახედული ვარ. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფლობს ძალიან დიდ ფინანსებს, ამ შემთხვევაში ავიღოთ ერთი ადამიანი საქართველოში, ყოველთვის აქვს თავისი პირადი დაჯგუფება „სპეცსამსახურის“ სახით, რომელიც ავტონომიურია ყველანაირი სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მე არ ვამბობ იმას, რომ აქ არსებობს ეს სამსახური ან არ არსებობს, მე ვსაუბრობ იმ გამოცდილებაზე, რაც მაქვს აღმოსავლეთ ევროპაში ოლიგარქიული მიდგომის დროს მოქმედებასთან დაკავშირებით.

არ მგონია, რომ აქ გამონაკლისი იყოს იმიტომ, რომ აქ ნდობის საკითხია - არავის ენდობა, როდესაც დიდ ფინანსებს აკონტროლებს. აქ მარტო ივანიშვილზე არაა საუბარი. აღმოსავლეთ ევროპაში მე არ მეგულება ოლიგარქი, რომელსაც არ აქვს სპეცსამსახური. მათ აქვთ ყველაფერზე წვდომა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

კითხვაზე, თუ ასეთი სამსახური ჰქონდა ივანიშვილს და შეეძლო მისი ნდობით აღჭურვილი პირები გადაემოწმებინა, ეცოდინებოდათ თუ არა ამის შესახებ ყოფილ თანამდებობის პირებს, დავითაიამ უპასუხა, რომ ასეთი სამსახურები სულ სხვა სტილით მუშაობენ.

„არა მგონია, რომ სცოდნოდათ, იმიტომ რომ როდესაც ასეთი სამსახურები მუშაობენ, ისინი მუშაობენ სულ სხვა სტილით. შეიძლება, შენ ინფორმაცია გქონდეს, მაგრამ ელოდებოდე, როდის დაარტყამ, ეს ტაქტიკური საკითხია. არ შეიძლება, მე დღეს გავიგო და ვიღაცას დავუწყო ომი.

მე ერთი პერიოდი მიწევდა მთავრობის საქმეების გამოძიება. დამერწმუნეთ, საწერ კალამს ვერ გააგდებინებთ. თუ გაქვს ოპერატიული ინფორმაცია, საკმარისია ერთი სერიოზული „ზეწოლა“ ფაქტებთან დაკავშირებით, დამერწმუნეთ, აღიარებითი ჩვენების კასკადი მოდის ხოლმე ყოველთვის, რასაც ახლაც ვხედავთ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.