ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - დაღუპულია ერთი პირი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის შესასვლელთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.
„სამხრეთის კარიბჭეს“ინფორმაციით, მომხდარის გამო გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.
როგორც Palitravideo-ს შსს–ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.