loader

"შემეშვით, არავითარი აზრი არ აქვს ამ თქვენს ზე ზრდილობიან ნოტაციებს…" - რას წერს მუსიკოსი მაია დარსმელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემეშვით, არავითარი აზრი არ აქვს ამ თქვენს ზე ზრდილობიან ნოტაციებს…" - რას წერს მუსიკოსი მაია დარსმელიძე

მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჯერ იყო და თითქმის ყოველი მეორე ქოცი უნიჭოს მეძახდა. მერე “ბილწსიტყვაობით” მათი ყურადღება მივიზიდე, დამსერჩეს და ეხლა ახალი ტენდენცია შეინიშნება: ყოველი მეოთხე მწერს, რომ “როგორც მუსიკოსს მაფასებს, მაგრამ…” ეხლა სწორედ ამ “მაგრამებს” გიმიზნებთ და იქიდან 3 უნებლიე ქოცსაც თუ გაგაგებინეთ სიმართლე და “მოგაქციეთ”, ისიც საქმეა..

ჩემს იუთუბ არხზე იმ ტრეკს, რომელიც ძალიან მიყვარს - ორმოცდაათი ათასი (50 000) ნახვა აქვს და ტრეკს, რომელშიც სიმართლეს “ცუდი სიტყვებიც გავურიე” - ორას ოთხმოცი ათასი (280 000) ნახვა აქვს. (ეს ნახვები და რეპორტების რა რაოდენობით მაფერხებენ გინდა იუთუბზე და გინდა ფბ-ზე, კიდე ცალკე თემაა.

“პოლიტიკას შეეშვი და იმღერე, გვევასები” - თი არ ვიკერები.არც ერთი მსმენელი არ მინდა, ვისთანაც იდეოლოგიური თანხვედრა არ მაკავშირებს. ეგ რომ მეკიდოს და სადაც “რადიკალს” მიწერთ, რომ როგორც მუსიკოსს მაფასებთ, წარმოიდგინეთ, ქოცი რომ ვყოფილიყავი, როგორ დამაფასებდით.

ასე რომ, შემეშვით, არავითარი აზრი არ აქვს ამ თქვენს ზე ზრდილობიან ნოტაციებს… არ “შევიცვლები”, სანამ თავად არ გადავწყვეტ და ნუ შემ**ით, თუ შეიძლება,"- წერს მაია დარსმელიძე.