loader

"დამადუმა ამ ბავშვის ჩივილებმა და შფოთვა დამეწყო მონათხრობით" - რას წერს 10 წლის პაციენტზე პედიატრი, რომელიც მშობლებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამადუმა ამ ბავშვის ჩივილებმა და შფოთვა დამეწყო მონათხრობით" - რას წერს 10 წლის პაციენტზე პედიატრი, რომელიც მშობლებს მიმართავს

პედიატრი ინგა მუმიჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს 10 წლის ბიჭუნას ცხოვრებისეული სირთულეები მოვისმინე და ძალიან დავფიქრდი... ძირითადი ჩივილი იყო ბავშვის სწრაფი გაღიზიანებადობა, ემოციური ლაბილობა, უძილობა, რომლის მიზეზიც თვითონვე ახსნა შესანიშნავად...

დილით მიდის ცურვაზე, სკოლაში მეორე ცვლაშია და 2-დან 6 მდე იქ არის, შემდეგ საცობების წყალობით 40 წუთი გზაში, სახლში ასწრებს მხოლოდ ჭამას და შემდეგ ინგლისურის გაკვეთილზე აქვს ონლაინ ჩართვა, 20 საათზე აქვს ცეკვა, შემდეგ გაკვეთილების მომზადების დროა, რასაც 4 საათს ანდომებს მინიმუმ, ამასობაში პირველი საათი ხდება...

დედა გაჰკივის ჩამაბარე გაკვეთილები, დაიბანე და დროზე დაიძინე... ეს ყველაფერი ღამის 2 საათამდე გრძელდება... მერე საწოლში წრიალი, ფიქრი იმაზე, რომ რაღაც ბოლომდე ვერ შეასრულა, ლექსი ვერ ისწავლა ზეპირად კარგად ან რაღაც პროექტი დარჩა გასაკეთებელი, რადგან ქაღალდის ფორმატი არ ქონდა... გაქრა ძილი... ძლივს ჩაეძინა ღამის მეორე ნახევარში, დილით ადრე უნდა ადგეს რადგან ტანვარჯიშზე გარბის... რა ქნას პატარამ??? რამდენს გაუძლებს მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური შესაძლებლობა??? ან როდის იყოს ბავშვი??? ვინ არის დამნაშავე რომ მას ბავშვობის სურვილების დასაკმაყოფილებლად 30 წუთიც კი არ რჩება???

მე დამადუმა ამ ბავშვის ჩივილებმა და შფოთვა დამეწყო მონათხრობით. წარმოიდგინეთ რა მძიმე მდგომარეობაში და დაძაბულ რეჟიმში ფუნქციონირებს მისი ნერვული სისტემა, კარგით რა.... ექნება ღრმა ჩასუნთქვის სურვილი და ტიკი აბა რა..." - წერს ინგა მამუჩიშვილი.