loader

რა ტიპის ქონების ღირებულება არ შედის შემოსავლების დეკლარირებისას - თანხის გადახდის თარიღი ახლოვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ტიპის ქონების ღირებულება არ შედის შემოსავლების დეკლარირებისას - თანხის გადახდის თარიღი ახლოვდება

იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი, ზურაბ ძნელაშვილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ სოციალურ ქსელში იურისტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით:

1. ქონების გადასახადით იბეგრება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება/მიწა (ეს პირდაპირ არ წერია საგადასახადო კოდექსში, მაგრამ, ეს დასკვნა ნორმათა სისტემური განმარტებიდან გამომდინარეობს).

2. ქონების გადასახადის გადამხდელია ზემოაღნიშნული ქონების/მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა და მიუხედავად მისი რეზიდენტობისა. ანუ თუ ფიზიკური პირი საქართველოში ქონების მესაკუთრეა, იგი უკვე ითვლება ქონების გადასახადის გადამხდელად ამ ქონებაზე (მათ შორის, არამოქალაქეც და არარეზიდენტიც).

3. ოჯახად ითვლება პირი და

ა) ამ პირის მეუღლე, ასევე არასრულწლოვანი შვილი, მიუხედავად იმისა ერთად ცხოვრობენ თუ ცალ-ცალკე;

ბ) ამ პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, სრულწლოვანი შვილი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი. ანუ თუ ეს ადამიანები მუდმივად არ ცხოვრობენ ამ პირთან, მისი ოჯახის წევრად არ ითვლებიან.

4. ოჯახის შემოსავალში შეიტანება როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, ასევე ის შემოსავალი, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს (ანუ საზღვარგარეთიდან/საზღვარგარეთ მიღებული შემოსავალიც), გარდა ერთი გამონაკლისისა:

- საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ყველა დანარჩენ პირთან ვითვლით ორივე წყაროდან მიღებულ შემოსავლებს.

5. შემოსავლებში არ შეიტანება ოჯახის წევრებისაგან ჩუქებით, მემკვიდრეობით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება. აქ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ვინ ითვლება ოჯახის წევრად (კოდექსი განმარტავს მხოლოდ ოჯახს, ოჯახის წევრების განმარტებას კოდექსი არ იძლევა)”, - წერს ზურაბ ძნელაშვილი სოციალურ ქსელში.