loader

"ჩვენი გეშინიათ...."ბეტმენის" ფორმა ჩაიცვი, უფრო შეგვაშინებ!" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი გეშინიათ...."ბეტმენის" ფორმა ჩაიცვი, უფრო შეგვაშინებ!" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე

თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა უნდა გამოუცხადონ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

კერძოდ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” წარმომადგენელი ოთარ ჩრდილელი და თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატი ვატო სურგულაძე.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ ჩრდილელმა ვატო სურგულაძეს უთხრა, რომ ფინანსური და ადამიანური რესურსით ამაგრებდნენ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს.