"რაც შეეხება ხმაურს ამ პროექტის გარშემო..." - რას ამბობს ირაკლი კობახიძე არაბულ ინვესტიციაზე, რომლის მიხედვითაც EMAAR ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და გონიოში კი 260 ჰექტარი მიწა გადაეცა
"რეალურად, ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. საუბარია 6.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე. ხელშეკრულების პირობებში სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად არის ასახული. ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულებაში საქართველოსთვის საუკეთესო პირობები ასახულიყო" - ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან არაბული დეველოპერული კომპანიის, Emaar-ის მიერ თბილისსა და გონიოში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ცნობისთვის, არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და გონიოში 260 ჰექტარი მიწა გადაეცა. EMAAR ჯგუფი 6.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ინვესტიციის ერთი ნაწილი კრწანისის ტყე-პარკში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში ჩაიდება.
