"როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს - ვიღაცებმა რომ რაღაცები ვიცოდით, ამიტომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება და მინიშნებები..." - ირაკლი კობახიძე
2022-2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული სამი წელი გამოიარა, როცა ფრონტი უამრავი მიმართულებით იყო გაშლილი - როგორც ჩანს, ასეთ მძიმე ვითარებაში კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს - გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია, - ეს განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მან კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ როდესაც მათთვის კორუფციის მიმართულებით გარკვეული ინფორმაციები იყო ცნობილი, 2023 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
