პოლიციამ რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, სადავარაუდოდ 4 ადამიანი დააკავა
დღეს საღამოს, 30 ოქტომბერს, პოლიციელებმა სავარაუდოდ ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებები რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის ჯერ გადაკეტვისა და შემდეგ აღდგენის შემდეგ მოხდა.
პოლიციამ ჭიჭინაძის ქუჩაზე ჩაისვა მანქანაში დემონსტრანტი თორნიკე ტიკარაძე. პოლიციელებმა დემონსტრანტი ზაზა ბროლაძეც წაიყვანეს.
დემონსტრანტების ცნობით, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, 72 წლის იოსებ ხეოშვილი. ხეოშვილი 22 ოქტომბერსაც დააკავეს, რის შემდეგაც ცუდად გახდა.
სავარაუდოდ დააკავეს კიდევ ერთი მოქალაქე, კახა ჯაფარიძე.
სავარაუდოდ ისინი გზის გადაკეტვის საბაბით დააკავეს.
დამატებით დეტალებს Palitravideo შსს-ში არკვევს.