loader

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი თხოვდება - ვინ არის გოგონას რჩეული და რას წერს ის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო ჩხეიძის ქალიშვილი თხოვდება - ვინ არის გოგონას რჩეული და რას წერს ის

მომღერალ ნინო ჩხეიძისა და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილის შვილი, 21 წლის მარიამ კორახაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს ნიშნობის ბეჭდით და წერს: „მე ვთქვი „კი“.

მარიამის რჩეული ჯერემი ელენორია, რომელთან ერთადაც მარიამს ინსტაგრამზე ბევრი ფოტო აქვს გამოქვეყნებული. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს. ცნობისთვის, მარიამი ნინო ჩხეიძისა და გიორგი კორახაშვილის ერთადერთი ქალიშვილია.

ნიშნობის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიამის ბებია, ქეთი კოჭიაშვილი გვიზიარებს და უამრავ მილოცვას იღებს. „ღმერთმა დალოცვილები გიმყოფოს”, „ულევი სიხარული და ბედნიერება მარიამს”, „საუკეთესო წყვილი”, – წერენ კომენტარებში.