loader

"იცოდით თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე ბინას ყიდულობენ - ქონების გადასახადს არ იხდიან. არ უთითებენ შემოსავალს" - რას წერს ხატია დეკანიძე ქონების გადასახადდთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცოდით თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე ბინას ყიდულობენ - ქონების გადასახადს არ იხდიან. არ უთითებენ შემოსავალს" - რას წერს ხატია დეკანიძე ქონების გადასახადდთან დაკავშირებით

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე

"როგორც ყოველთვის, ჩვენი ძვირფასი ბნი - რომან გოცირიძის კონსულტაციით ქონების გადასახადი შევავსე და 15 ნოემბრამდე უნდა გადავიხადო ჩემი სახლის ქონების გადასახადი, სადაც 20 წელია ვცხოვრობ. მაგრამ, ასევე, იცოდით თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე ბინას ყიდულობენ - ქონების გადასახადს არ იხდიან. არ უთითებენ შემოსავალს. ასევე, თუ ჩვენს მულტიმლიონერ ქოცებს პარიზში და ბარსელონაში სახლები აქვთ - არც იმის გადასახდს არ იხდიან.

ჩვენი ჩინოვნიკების მიერ საზღვარგარეთ ნაყიდი ქონება საქართველოში არ იბეგრება. ისე, ნეტავ ჩანთებს რამდენი მოუწევს გადასახადი?" - წერს ხატია დეკანოიძე.