loader

"რას აკეთებთ ბიჭო! ბავშვები არიან ბავშვები!" - როგორ მოიქცა ავტომობილის მძღოლი დადიანის ქუჩაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას აკეთებთ ბიჭო! ბავშვები არიან ბავშვები!" - როგორ მოიქცა ავტომობილის მძღოლი დადიანის ქუჩაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავდნენ

მე-10 სკოლის დროულად აშენების მოთხოვნით, გუშინ, დადიანის ქუჩაზე მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს. გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც მანქანა, რომელიც სავარაუდოდ, გზის გადაკეტვას აპროტესტებდა, იმავე ადგილზე "დრიფტაობდა" და ავტომობილით სახიფათო მანევრებს აკეთებდა.

მოახდინა თუ არა მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ რეაგირება? "რუსთავი 2" კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით დაიწყეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დანიანის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 123-ე მუხლებით არის დაწყებული,"- განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვიდეო: დოდი კა