loader

"მე ვიცი, რომ პატრიარქს ჩემი დასჯა არ უნდა... დამიპირისპირდა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში, არა - პატრიარქი" - რას ამბობდა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მანამ, სანამ მას კათოლიკოს-პატრიარქი, ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვიცი, რომ პატრიარქს ჩემი დასჯა არ უნდა... დამიპირისპირდა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში, არა - პატრიარქი" - რას ამბობდა არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მანამ, სანამ მას კათოლიკოს-პატრიარქი, ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლებდა

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამ დოზით მოექცეოდა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. სასულიერო პირმა ინტერნეტ გამოცემა "ზმნას" ვრცელი ინტერვიუ მანამდე მისცა, სანამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მას ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლებდა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესებდა.

შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"პოლიტიკაზე არასდროს მისაუბრია. პოლიტიკაში ჩავერიე 2012 წელს. ხმა მივეცი კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ჩემს გარშემო ყველას ხმა მივაცემინე. მეგონა, საქართველო გადარჩებოდა და ძალადობები არ იქნებოდა. მაგრამ რაც ამათმა გააკეთეს, გამოვშტერდი. არათუ ძალადობა, ქვეყნის კურსი შეცვალეს. ყველა მოიძულეს, ვინც კი გვემეგობრა და გადაგვარჩინა. იმ რუსეთშიც ჩვენთვის ვის სცალია. ისინი ისეთ დღეში არიან, თავისი სახელმწიფოს შენარჩუნება გაუჭირდებათ. აი, ასეთ მდგომარეობაში მე, მღვდელმა, როგორ არ უნდა ამოვიღო ხმა? აბა, რა ვიქადაგო? რა ვასწავლო? რუსთაველზე ბავშვებს სცემენ, ჟურნალისტებს სცემენ, ასისხლიანებენ და ამის ჩამდენი არავინ არ არის დაჭერილი. ამაზე ხმა არ ამოვიღო და აბა, მაშინ ქრისტეს სიყვარული როგორ ვიქადაგო? მე იმას ვქადაგებ, რა გვასწავლა ქრისტემ. მე სხვა სწავლება არ გამაჩნია."

- ვინ დაგიპირისპირდათ?

- მე დამიპირისპირდა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში, არა - პატრიარქი. კარგს არაფერს ველოდები, მაგრამ ჩემი დასჯა კარგი იქნება, რადგან გამოჩნდება ვინ არიან.

- დასჯაში რა იგულისხმება?

- მღვდლობის შეჩერება. ციხეში ვერ ჩამსვამენ ისინი.

- მზად ხართ ამისთვის?

- ყველაფრისთვის მზად ვარ. უნდათ წავიდეს იმის პროპაგანდა, რომ მე ეკლესიური არ ვარ. რომ მე ეკლესიის მტერი ვარ. თითქოს მე ვებრძვი პატრიარქს, არადა, მე ვიცავ მას, ერთადერთი კაცი. და ისინი, ვისაც ევალება პატრიარქის დაცვა, ვისაც ძალაუფლებები ჩააბარა, არათუ არ იცავენ, მე დამიწყეს ბრძოლა.

- რომ შეგიჩერდეთ მღვდლობა, ამას განსაცდელად მიიღებთ?

- მე ვიცი, რომ პატრიარქს ჩემი დასჯა არ უნდა. მაგრამ რამდენად შეძლებს მხრცოვანი პატრიაქრი შეეწინააღმდეგოს მათ? თუ მაინც მოუწია ჩემი დასჯა, მე მირჩევნია, ჩვენ შეგვრჩეს პატრიარქი, ვიდრე მე - ორი ჯვარი. მე ამ ჯვრებს აუცილებლად დავიბრუნებ. მე საქართველოს დაბრუნებაზე ვზრუნავ. თუ ჩვენ საქართველო ვერ დავიბრუნეთ, არც ორი ჯვარი მჭირდება და არც მღვდლობა. მე მზად ვარ დავთმო მღვდლობა ქვეყნისა და ეკლესიის გადასარჩენად. პატრიაქრი დარჩეს ცოცხალი და ამ ზეწოლას გაუძლოს. ის წლებია ზეწოლაშია.

თუ მღვდლობა შემიჩერეს, ერისთვის უფრო მოვიცლი. ჩართული ვიქნები პროტესტში და უფრო მეტს ვიტყვი მათზე, ჩემთან დაპირისპირებულ კოლეგებზე. ეკლესიას ანადგურებენ. მას მოაშორეს ყველა გონიერი ადამიანი. ფული და ძალაუფლება მათ ხელშია და უნდათ, სიტყვაც მათ ხელში იყოს. მაგრამ სიტყვა ვერ იქნება მათ ხელში. სიტყვა ღვთისაა. ასეთებთან მართალი სიტყვა არ გაჩერდება. ქრისტე მათთან არ გაჩერდება. განაგრძეთ კითხვა...