"საოცრებაა, ოქროს ფასმა რომ დაიწია, ხალხი აღარ მოდის"- ოქროს ფასი კლებას განაგრძობს, რა ხდება ოქროს ბირჟაზე?
გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება.
მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 4.67%-ით არის გაძვირებული, ერთ წელში კი ძვირფასი ლითონის ფასი 44.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს.