რას ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქოსთან მივიდა - "აგერ ვარ, მაგრამ ჩემი მოთხოვა მაქვს"
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქოში, ეპარქიული კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული, სხდომაზე მედიასთან ერთად არ შეუშვეს.
სასულიერო პირის თქმით, ის სხდომაზე დაბარებული იყო სატელევიზიო გამოსვლების გამო და ვინაიდან აღნიშნული განცხადებები საჯაროდ ჰქონდა გაკეთებული მედიასთან, ამიტომ სხდომაზე დასწრებას ჟურნალისტებთან ერთად ითხოვდა.