"ყოველი მეორე არის გადამხედელი, ეს ბევრმა არ იცის..... დარჩენილია სამი დღე" - რომან გოცირიძე განმარტავს, ვის მოუწევს თანხის გადახდა?
“თუ ოჯახში არის 2 წევრი და თითოეული ხელზე იღებს თვეში შემოსავალს 1300 ლარს, ის არის ქონების გადასახადის გადამხდელი”, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აქვეყნებს.
როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, შემოსავალში შეიძლება ჩაითვალოს იჯარაც. მისივე ინფორმაციით, „თუ ოჯახში არის სამი წევრი და თითოეული მათგანი იღებს თვეში 880 ლარს, ის ქონების გადასახადის გადამხდელია“.
როგორც გოცირიძე ამბობს, თითქმის ყოველი მეორე ოჯახი ქონების გადასახადის გადამხდელია, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.