თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს - რა ხდება ადგილზე ამ წუთბში?
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა გზა გადაკეტეს.
ისინი მოითხოვენ ალტერნატიული ფართის მოძიებას სკოლისთვის, რომელიც შენობაც რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს და დღემდე არ აშენებულა.
წლებია მე-10 სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლასთან იყოფენ შენობას, რის გამოც სწავლების გრაფიკი მუდმივად ცვალებადია.
გარდა ამისა, მშობლებს უწევთ შვილების შორს მანძილზე წაყვანა, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის მათთვის.
მშობლები არ არიან თანახმა დისტანციური სწავლებაზე, ან სკოლის გაყოფაზე - დაბალი და მაღალი კლასების მოსწავლეების სხვადასხვა სივრცეში გადაყვანაზე.
ვიდეო: MO SE