"მამაკაცი გოგონას წლების განმავლობაში ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა" - სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოში 70 წელს გადაცილებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მამაკაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცს დანაშაულში საკუთარი მეზობელი 15 წლამდე გოგონა ამხელს.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას წლების განმავლობაში ავიწროებდა და ამის გამხელის შემთხვევაში, ახლობლების მოკვლით ემუქრებოდა. საბოლოოდ, გოგონამ მომხდარი კლასელს გაუმხილა.