"ძლიერი საქართველო - ლელო" სამი პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება
"ძლიერი საქართველო - ლელო" სამი პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველო - ლელო".