loader

"ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის." - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის." - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის.

ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე.

სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!" - წერს კახა კალაძე სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის,ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს გარდაიცვალა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა.