"ღმერთო, ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს..." - ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს ცნობადი სახეები ემშვიდობებიან
ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან:
"ვინმემ გამაღვიძეთ მითხარით რომ ტყუილია, ლაშიკო" - წერს მომღერალი ინდირა ჯგერნაია.
"დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული, ლაშა" - ნოე სულაბერიძე.
"ღმერთო ეს რა უბედურება დაგვატყდა თავს,ეს რა სასჯელია,ვინც გვიყვარს ესე ნაადრევად რომ მიგყავს შენთან!
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ! ამინ ძალიან მაგარი ბიჭი აღარ გვყავს ბასლა! " - წერს მომღერალი ზურა ხაჩიძე.
"ვაახ! ბასლა.ყველანაირი შესავლის და მაგრამების გარეშე, ძალიან გამიტყდა ეს ამბავი. სალომე ბაკურაძე, ვიზიარებ" - ნანუკა ჟორჟოლიანი.
"ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო ….დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…." - მომღერალი ნატო გელაშვილი.
ცნობისთვის,ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი. არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე იტალიაში იმყოფებოდა.