რა დააფიქსირეს გომის მთაზე მიმავალი ავტომობილიდან? - კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, კრიტიკის საგანი გახდა
სოციალურ ქსელში მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს გზაზე მიმავალი დათვები.
გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილმა ავტომობილის მძღოლი გააკრიტიკა.
მათი შეფასებით, მძღოლს მანქანა უნდა გაეჩერებინა და მათთვის მშვიდობიანად გადაადგილების საშუალება მიეცა.