loader

ვეკუას სკოლა ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვეკუას სკოლა ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და თბი­ლის­ში. 26 წლის ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს. გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულის, გიგა ავალიანის, ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების

სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი, მიზანდასახული, განათლებული ექიმის, გიგა ავალიანის, სიცოცხლე. ქვეყანამ დაკარგა ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ბევრი კეთილი სურვილი , ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი.საქართველოს მომავალს გამოაკლდა კიდევ

ერთი პროფესიონალი.თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს ,სკოლას და ყველა იმ ადამიანს ვისაც გიგა უყვარდა".