"რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?" - კახა კალაძე
რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი? მე ვერ ვხედავ [მის ბრალეულობას]- ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას იმაში, რომ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად შევსებულ დეკლარაციაში“ ხარვეზები ვერ აღმოაჩინა.
კალა ხალაძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.