“2 წუთის წინ, მოვდიოდი გულუას ქუჩაზე.. უცებ გაბმული სროლა ატყდა, პირდაპირ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობის წინ - ცეცხლი ჰაერში, ათამდე გასროლა” - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჟურბალისტი წერს, გულუას ქუჩაზე სროლა იყო.
დეტალებს Palitravideo შსს-ში არკვევს.
"ახლახან, 2 წუთის წინ, მოვდიოდი გულუას ქუჩაზე. უცებ გაბმული სროლა ატყდა, პირდაპირ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობის წინ. ცეცხლი ჰაერში, ათამდე გასროლა. შუქნიშანზე წითელი აინთო, კინაღამ წინ მდგომ მანქანას შევასკდი. ახალგაზრდა, შავებში ჩაცმული ბიჭი, შავი ფერის მანქანის გვერდზე, აგრძელებდა სროლას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეტრო თავისუფლებასთან პირბადეებზე ნადირობა არ დაგავიწყდეთ!" - წერს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში