“რეალობაში გიყურებთ გაშიშვლებულებს სოციალური ქსელებით… ამ ადამიანების დიდ ნაწილს პირადად ვიცნობ, მეგობრული ურთიერთობაც მქონია..” - რას წერს სტეფანე მღებრიშვილი
მომღერალი სტეფანე მღებროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რაც კი არტჰაუსი ფილმები მაქვს ნანახი ძველ დროზე, მოღალატეებზე, ყველაფერზე წამსვლელებზე.. რეალობაში გიყურებთ გაშიშვლებულებს სოციალური ქსელებით.
ნამდვილად არ მეგონა, ამ საუკუნეში ადამიანები ესეთი საშიშები თუ იქნებოდნენ და ამ ადამიანების დიდ ნაწილს პირადად ვიცნობ, მეგობრული ურთიერთობაც მქონია..
ერთი ის ვიცი, რამე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულები არ ყოფილხართ არასდროს, ყოველთვის მეორეხარისხოვანები იყავით, შეიძლება ამანაც განაპირობა თქვენი ეს ფსკერი..?
ან რა ვიცი, იქნებ ესეთი იყავით თავიდანვე და ამ ბოღმაში იტანჯებოდით სულ და ეხლა ხედავთ შველას," - წერს სტეფანე მღებრიშვილი.