loader

“26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იყო ნამ­დვი­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გან­მსა­ზღვრე­ლი მო­მენ­ტი - ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით” - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იყო ნამ­დვი­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გან­მსა­ზღვრე­ლი მო­მენ­ტი - ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით, ცოდნით და მონდომებით” - შალვა პაპუაშვილი

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იყო ნამ­დვი­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გან­მსა­ზღვრე­ლი მო­მენ­ტი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წერს.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მის "ნამ­დვილ ამომ­რჩევ­ლებ­თან“ ერ­თად და­უ­პი­რის­პირ­და არა "მხო­ლოდ შიდა, რე­ვან­შის­ტულ და დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლებს, ნაც­მოძ­რა­ო­ბის იდე­ო­ლო­გი­ით გაჟ­ღენ­თილ მრუ­დე ოპო­ზი­ცი­ას, არა­მედ მათ წარმ­მარ­თველ, სა­გა­რეო გლო­ბა­ლის­ტურ ძა­ლებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გე­ო­პო­ლი­ტი­კის სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე, შე­სა­წი­რი პა­ი­კის როლი დიდი ხნის და­წე­რი­ლი აქვთ“.

"დღეს 26 ოქ­ტომ­ბე­რია. ერთი წელი გა­ვი­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც რე­ფე­რენ­დუ­მად გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის და­სას­რუ­ლად დაგ­ვი­ა­ნონ­სეს და სა­მე­ზობ­ლო ომში ჩარ­თვას დაგვპირ­დნენ. ჩვენ რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მოწ­ვე­ვა მი­ვი­ღეთ და ქარ­თველ ხალ­ხს შევ­თა­ვა­ზეთ მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­სა ყვე­ლა­ზე მკა­ფიო სუ­რა­თი, მარ­ტივ და გა­სა­გებ ენა­ზე - არა ომს, კი მშვი­დო­ბას.

2,1 მი­ლი­ონ­ზე მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან და მათი 54%-ის არ­ჩე­ვა­ნი იყო ცალ­სა­ხა და ხმა­მა­ღა­ლი - ჩვენ ვირ­ჩევთ მშვი­დო­ბას, უარს ვე­უბ­ნე­ბით ომს. თუმ­ცა, ეს ცალ­სა­ხა და მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი გუ­ლის­ხმობ­და მრა­ვალ არ­ჩე­ვან­ზე პა­სუხს, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გან­მსა­ზღვრე­ლად იქცა. ეს არ­ჩე­ვა­ნი მშვი­დო­ბას­თან ერ­თად იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, ოჯა­ხის, კულ­ტუ­რის, რწმე­ნი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ცე­მუ­ლი ხმა.

ეს იყო ის ში­ნა­არ­სი, რის და­სა­ცა­ვა­დაც იბ­რძო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“. იბ­რძო­და ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის გა­რეთ, იცავ­და სა­ხელ­მწი­ფოს თვითმყო­ფა­დო­ბას და მის უფ­ლე­ბას თა­ვად ემარ­თა სა­კუ­თა­რი თავი. ამ ბრძო­ლას შე­უ­ერ­თდა სა­ქარ­თვე­ლოს 1 120 053 პატ­რი­ო­ტი, რო­მელ­თაც უმ­ტკი­ცე­სი ნება გა­მო­ხა­ტეს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ვექ­ტო­რი გან­სა­ზღვრეს.

26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი იყო ნამ­დვი­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გან­მსა­ზღვრე­ლი მო­მენ­ტი. ჩვენ, ჩვენს ნამ­დვილ ამომ­რჩევ­ლებ­თან ერ­თად და­ვუ­პი­რის­პირ­დით არა მხო­ლოდ შიდა, რე­ვან­შის­ტულ და დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლებს, ნაც­მოძ­რა­ო­ბის იდე­ო­ლო­გი­ით გაჟ­ღენ­თილ მრუ­დე ოპო­ზი­ცი­ას, არა­მედ მათ წარმ­მარ­თველ, სა­გა­რეო გლო­ბა­ლის­ტურ ძა­ლებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გე­ო­პო­ლი­ტი­კის სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე, შე­სა­წი­რი პა­ი­კის როლი დიდი ხნის და­წე­რი­ლი აქვთ.

ამ ძა­ლებ­მა, ად­გი­ლობ­რივ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად გან­გვი­ცხა­დეს, რომ უკეთ იცი­ან, რა სჯობს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მისი მო­მავ­ლის­თვის, რა გვაქვს სა­მე­ცა­დი­ნო და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი, რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი და სად არის ჩვე­ნი ად­გი­ლი. სა­მი­ა­თას­წლო­ვან სა­ხელ­მწი­ფოს სიბ­რძნე და გო­ნი­ე­რე­ბა დაგ­ვი­წუ­ნეს და უფსკრუ­ლის პი­რის­კენ გვი­ბიძ­გეს. სწო­რედ ესაა ის გამ­რუ­დე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც ჯი­უ­ტად და უხე­შად გვახ­ვე­ვენ თავს.

რო­დე­საც სა­შიშ­რო­ე­ბა­სა და რის­კებ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, ზოგს არ სჯე­რო­და, რომ ამ­გვა­რი ძა­ლე­ბი მარ­თლაც არ­სე­ბობ­დნენ. უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მყოფ­მა სკეპ­ტი­კო­სებ­მა დაქ­საქ­სულ ოპო­ზი­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა. მყა­რად მდგომ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და სამ­შობ­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აირ­ჩია.

26 ოქ­ტომ­ბრის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ გა­ყალ­ბე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბამ, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის მო­რიგ ჯერ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბამ, მა­რი­ო­ნე­ტი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბამ და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის სა­ბო­ტაჟ­მა ოპო­ზი­ცი­ის ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვის შეც­დო­მა­ში და­არ­წმუ­ნა. ოპო­ზი­ცი­ის რჩე­ულ­მა პარ­ტი­ებ­მა ელექ­ტო­რა­ტი გა­აბ­რიყ­ვეს, მო­ა­ტყუ­ეს, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბა და მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბი წყალს გა­ა­ტა­ნეს. რო­გორც შემ­დგომ­მა პრო­ცეს­მა გვაჩ­ვე­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა სიმ­ტკი­ცე და გო­ნი­ე­რე­ბა, სამ­შობ­ლოს მტრე­ბი და და­მაქ­ცევ­რე­ბი კი სა­კუ­თარ მან­და­ტებს იმა­ვე წყალ­თან ერ­თად გაჰ­ყვნენ.

ამა­ვე დროს, გან­ვლილ წე­ლი­წად­ში, სი­ახ­ლე და უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა გახ­ლდათ გარ­კვე­უ­ლი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და მათი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ე­ბის სრუ­ლი­ად უხე­ში, მზაკ­ვრუ­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს შიდა საქ­მე­ებ­ში.

ჩვენ ვნა­ხეთ, თუ რო­გორ გა­იხ­სნა ყვე­ლა­ფე­რი, რაც იყო და­ფა­რუ­ლი და რო­გორ გა­ცხად­და ის გეგ­მა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბობ­და. ეს გეგ­მა არ ეხე­ბო­და არც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­ჭე­რას, არც ხალ­ხის ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, მის გაძ­ლი­ე­რე­ბას თუ შემ­დგომ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ეს გეგ­მა შე­ი­ცავ­და ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის სურ­ვილს, რომ­ლის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თდრო­უ­ლად უნდა ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა ძალა, გავ­ლე­ნის ყვე­ლა აგენ­ტი, ღია თუ ფა­რუ­ლი, ყვე­ლა მე­დია თუ ენ­ჯეო, უსარ­გებ­ლო აკა­ცუ­კი თუ სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტი. გამ­რუ­დე­ბულ რე­ა­ლო­ბას სა­ბურ­ვე­ლი შე­მო­ე­ძარ­ცვა და ჩვენს წი­ნა­შე მხი­ლე­ბუ­ლი, შიშ­ვე­ლი ბუ­ნე­ბით წარ­მოს­დგა.

ნამ­დვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­უ­პი­რის­პირ­და ქვეყ­ნის გა­რეთ ჩა­ბუ­დე­ბულ მრუ­დე ძა­ლებს, რო­მელ­თათ­ვი­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მათი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­თა­მა­შოა. ამ ბრძო­ლა­ში ფრონ­ტის ხაზი ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­დის. ხალ­ხე­ბის გო­ნე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე ომში სწო­რედ ისი­ნი არი­ან მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე - მათი აზ­რე­ბი, ფიქ­რე­ბი, რწმე­ნა და ქცე­ვა. ზუს­ტად გათ­ვლი­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი იე­რი­შით, რო­გორც ბო­როტ ძა­ლას სჩ­ვე­ვია, მო­წყვლა­დი პი­რე­ბი და­არ­წმუ­ნეს, რომ ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქოს რუ­სუ­ლია, რომ ომი არ არ­სე­ბობს, რომ და­მარ­ცხე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, ქველ­მოქ­მე­დე­ბა ქვეყ­ნის ნგრე­ვაა, ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბა კი სი­ღა­რი­ბე.

2025 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, რო­მელ­მაც ყო­ველ­გვარ სპე­კუ­ლა­ცი­ას, სიც­რუ­ეს და სიმ­რუ­დეს წერ­ტი­ლი და­უს­ვა. თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თგუ­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი, იგი­ვე სიმ­რავ­ლი­თა და სუ­ლის­კვე­თე­ბით სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ და სა­კუ­თა­რი, უკვე არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტუ­ლი ნება და­ა­მოწ­მეს. ლე­გი­ტი­მა­ცია, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხრა­ჯერ მი­ვი­ღეთ, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მე­ა­თე­ჯერ გად­მოგ­ვცა.

სწო­რედ ამი­ტომ, დღე­ვან­დელ დღეს, მსურს, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ამომ­რჩე­ველს, ნამ­დვილ პატ­რი­ო­ტებს. მად­ლო­ბა ეკუთ­ვნის ასე­ვე ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში გან­ვი­თა­რე­ბას უჭერს მხარს, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც აფა­სებს მშვი­დო­ბას, ახ­სოვს ის­ტო­რი­ის მწა­რე გაკ­ვე­თი­ლე­ბი და უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღე ეი­მე­დე­ბა.

ჩვენ კი, ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ გა­ვაც­რუ­ებთ, არ ვუ­ღა­ლა­ტებთ, ზურგს არ შე­ვაქ­ცევთ.

ნამ­დვი­ლე­ბის და მრუ­დე­ე­ბის ჭი­დილ­ში, ჩვენ და­ვი­ცავთ ნამ­დვილ სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი შეძ­ლე­ბით, ცოდ­ნით და მონ­დო­მე­ბით, ყვე­ლა ხი­ლუ­ლი თუ უხი­ლა­ვი მტრი­სა­გან და გა­ვას­წო­რებთ ყო­ველ­გვარ სიმ­რუ­დეს, უსა­მარ­თლო­ბას და ძალ­და­ტა­ნე­ბას”, - წერს პა­პუ­აშ­ვი­ლი.