"ჩვენ შენ გვერდით ვართ საქართველო" - ქართველი ფანის მიმართვა კეტი პერის კონცერტზე და ვარსკვლავის პასუხი: რა მოხდა ბერლინში
ბერლინში კეტი პერის კონცერტზე ქართველ ფანს მიკროფონში სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, რა დროსაც მან საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის. ამჟამად ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია და ჩვენ ვაპროტესტებთ ყოველ დღე. მშვიდობიანი პროტესტის გამო მეც დამაკავეს", - თქვა მომღერლის ქართველმა ფანმა.ამას კეტი პერისგან მაშინვე მოჰყვა რეაქცია და თქვა, რომ საქართველოს გვერდით დგანან.
"ჩვენ შენს გვერდით ვართ საქართველო, იმიტომ რომ გვჯერა დემოკრატიის", - თქვა სცენაზე მომღერალმა.