აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა.
მოქალაქეების ნაწილი უშუალოდ პარლამენტის წინ ტროტუარზე რჩება.
პროტესტის 332-ე დღესაც აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციის ფარგლებში დაკავებულები.
ავტორი: მარიამ ხუგაშვილი