ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიკა ბასილაია-შავგულიძეს წვრილმან ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე 22 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დააკავეს.