loader

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 7- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

მანამდე მან სასამართლოს მიმართა:

"არ მინდა დაუშვათ შეცდომა, არ მინდა, თემიდა თვალახვეული იყოს, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას",- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

შსს ვაჟა გაფრინდაშვილს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციისთვის ხელშეშლას ედავებოდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.