loader

კახაბერ კვეკვესკირს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახაბერ კვეკვესკირს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ კვეკვესკირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, კახა კვეკვესკირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

"უშუალოდ გზის გადასაკეტად არ ვყოფილვარ. გადაკეტილზე მივედი",- განაცხადა კახაბერ კვეკვესკირმა.

შსს მას 20 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.