"სკანდალურ რამეს ამბობთ ახლა თქვენ..." - "პალიტრანიუსის" გადაცემის წამყვანი გია ხუხაშვილს
კორუფციასთან ბრძოლის პროცესი კი არა, ახლა მიმდინარეობს ქონების გადანაწილების პროცესი. მე საერთოდ მგონია, რომ ქონების გადანაწილების პროცესის კატალიზატორი გახდა ლევან ჯანგველაძის ქეისი. ანუ აქ უკვე შემოვიდა კრიმინალური დაჯგუფებების დაპირისპირება და ჯანგველაძის მკვლელობის თემამ დიდი აფეთქების როლი ითამაშა, დიდი კრიმინალური დაპირისპირება დაიწყო, ტრანსნაციონალური. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არის ამ დიდი გ ადანაწილების მნიშვნელოვანი ელემენტი. საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება კატასტროფული, რადგან ვიღაც უკვე მის წინააღმდეგ თამაშობს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.