loader

"ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა, როგორ ფიქობთ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა?" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლებს იღებდა, როგორ ფიქობთ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა?" - რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას?

"მე შემიძლია დაგარწმუნოთ ერთ რამეში, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს უკომპრომისო დამოკიდებულება კორუფციის მიმართ. მე მინდა შეგახსენოთ 2023 წლის დეკემბერში, როდესაც ის შემობრუნდა პოლიტიკაში, ერთ-ერთი მთავარი განაცხადი გააკეთა სწორედ კორუფციასთან

დაკავშირებით და განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. რაღაცებს დასჭირდა თავისი დრო, შარშანდელი წელი იყო არჩევნების წელი, იყო უკომპრომისო ზეწოლა. დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და ვახერხებთ

გამოწვევებთან ბრძოლას. დღეს ვართ ჩვენ ძლიერი, როგორც არასდროს, ვერ გვარყევენ გარედან და გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კორუფციას და განვახორციელოთ პრევენცია" - უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ივანიშვილის ინფორმაცია ღარიბაშვილის კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით.