"დიდი ამბავი მოხდა..." - რომან გოცირიძე
აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - "როსნეფტი" და "ლუკოილი" - დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანია. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ეხმაურება.
"დიდი ამბავი მოხდა, ამერიკამ "როსნეფტი" და "ლუკოილი" დაასანქცირა.
აქამდე იმიტომ ვერ ბედავდნენ, რომ მთელ დასავლეთს იყვნენ მოდებულები და დიდი პრობლემები წარმოიქმნებოდა.
ხვალ აქაური "ლუკოილის" ბენზინგასამართებიც გაჩერდება. ანგარიშები გაეყინება, ბარათით ვერავინ გადაიხდის.
ნებისმიერი კომპანია, რომელშიც "როსნეფტს" და "ლუკოილის" წილის 50 პროცენტზე მეტი აქვს, დასანქცირდება. ასეთები საქართველოშიც იქნებიან.დიდი დარტყმაა რუსული ომის მანქანისთვის" - წერს გოცირიძე.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სანქციები "რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია".