loader

"ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის "პროკურატურა" ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის "პროკურატურა" ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროკურატურას მისი გამოკითხვა სურს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ყოფილიყო ჩართული, სულ სხვა შედეგი იქნებოდა.

„ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის "პროკურატურა" ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან უნდათ 4 ოქტომბერი რაღაცნაირად მომაბან. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორობა, მაგრამ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში მამყოფებენ და ვერ გამომდის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა.

მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას.

ყველანი ვხვდებით, რომ სამართლებრივი პროცესი ქოცების პირობებში არასდროს იქნება და ყველაფერი ერთი ბოროტი კარაბას-ბარაბასის თეატრია.

ჩემი პოზიციაა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ბევრად მეტად გავამძაფროთ. საქართველო აუცილებლად დაამარცხებს დიქტატურას!“ , -წერს სააკაშვილი.