loader

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ვაშლიჯვარში, სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, პირს დაზიანებები მიაყენა, მე-8 სართულიდან გადააგდო და ლიფტის შახტში დაწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ვაშლიჯვარში, სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, პირს დაზიანებები მიაყენა, მე-8 სართულიდან გადააგდო და ლიფტის შახტში დაწვა

კაცს, რომელმაც ვაშლიჯვარში, სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, პირს დაზიანებები მიაყენა, მე-8 სართულიდან გადააგდო და ლიფტის შახტში დაწვა, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებულ მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა, სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს, შემდეგ მერვე სართულიდან გადააგდო ეზოში და ლიფტის შახტში დაწვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - წერს პროკურატურა