loader

ლადო ბურ­დუ­ლი ბერა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს - "სანამ დროა, ჩაერიე კაცურად და თქვი შენი სიტყვა... თუ დაგჭირდი, მეც აქ ვარ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლადო ბურ­დუ­ლი ბერა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს - "სანამ დროა, ჩაერიე კაცურად და თქვი შენი სიტყვა... თუ დაგჭირდი, მეც აქ ვარ"

მუ­სი­კო­სი ლადო ბურ­დუ­ლი სოციალურ ქსელში ბერა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს.

"მახსოვს 2011 წელს დააკავეს "ნაციონალებმა" ჩემი და ეკა ლემონჯავა, როკ კლუბის დირექტორი და მომიწია მისი დაცვა. ვისთვისაც იბრძოდა ეკა, იმ მთავრობამ გუშინ 14 წლის მერე დააკავა ჩემი ძმა შალვა ჩუბინიძე (სუჭი).

ბერა ძმის გულო, ჰიპ-ჰოპს მღერი, შეგხედავს კაცი და დარწმუნებული ვარ, ნორმალური ბიჭი ხარ, მაგრამ მამა რომ აიჭრა და გახდა დიქტატორი თან ბევრი კეთილი და კარგი საქმეების დამფინანსებელი, ისეც თავის დროზე და ჩემი ცხონებული მშობლებისთვის საპატივცემულო ადამიანი.

ოკ, შენ მაინც ხო შეგიძლია უთხრა, როგორც ცივილიზებულმა ადამიანმა "მამა საით გაუბერე მთელ ოჯახს და ქვეყანას, გვღუპავ?!"

ვის გასვლია რამე ბერა, ჯიგარო, ბიზნესმენი მამა კი არა, სტალინი, ბერია, შევარდნაძე, გამსახურდია, სააკაშვილი არ დაინდო ცხოვრებამ რისი იმედი გაქვთ? მარტო ფულის? ვერ გაქაჩავთ...

ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება, მაგრამ შეცდომის აღიარება ყოფილა უფრო მაგარი ადამიანობა.

სანამ დროა, ჩაერიე კაცურად და თქვი შენი სიტყვა. თუ დაგჭირდი, მეც აქ ვარ.

რატომღაც არ გიცნობ, მაგრამ მჯერა, თავისუფალი სამყარო გირჩევნია პუტლერის რუსეთს.

პ.ს. მეც რამდენიმეჯერ ავყევი ემოციას და უხეშად დავწერე სტატუსები. მაგრამ მერე წავშალე არ მიყვარს ძალადობა და აგრესია ბრო. მაგრამ ყველაფერს ხომ თავის წითელი ხაზებიც ააქვს?!" - წერს ბურდული.