loader

პოლიციამ მომიტინგეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ მომიტინგეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა - კადრები ადგილიდან

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.

სამართალდამცველები დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისა და საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”, - მიმართა პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან შეძახილები და სტვენა მოჰყვა.

"ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან.