loader

"სანთლით დავეძებ ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს და ვერ ვპოულობ..." - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანთლით დავეძებ ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს და ვერ ვპოულობ..." - რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"სანთლით დავეძებ ღარიბაშვილის მხარდამჭერ პოსტებს და ვერ ვპოულობ. არადა, ცოტა ხნის წინ მასზე რამე კრიტიკული რომ გეთქვა, თვალებს ამოგწიწკნიდნენ. ჟურნალისტები სიუჟეტებს რომ ამზადებდნენ ამ თემაზე, ლანძღავდნენ და ცილისმწამებლებს ეძახდნენ. მხარდამჭერი პოსტები რომ არ ჩანს, ამის მიზეზია ან შიში, ან დაიჯერეს, რომ ღარიბაშვილი მართლაც კორუმპირებულია. თუ ეშინიათ ხმის ამოღება და მეგობარს/კუმირს ამიტომ ვერ იცავენ, ესე იგი აღიარებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ნასახი აღარ დარჩა.

თუ უცებ დაიჯერეს ღარიბაშვილის (და კიდევ უამრავი ჩინოვნიკის) ღრმად კორუმპირებულობა, მაშინ სხვებზეც დაიჯერონ, რასაც ამდენი ხალხი უმტკიცებს. თითქოს ძალიან მარტივი არითმეტიკაა, მაგრამ ქოცებს რას გაუგებ," - წერს მაია ბუწაშვილი.