loader

"ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა - ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე" - რა ვიდეოს ავრცელებს შალვა პაპუაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა - ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე" - რა ვიდეოს ავრცელებს შალვა პაპუაშვილი?

ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს, შეფასებისგან თავს შეიკავებს და ევროკავშირის საელჩოს პოზიციას დაელოდება.

,,ხელისუფლება "მოღალატეა", "რუსის სტავლენიკი", "სიმსივნე" - ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.

შეფასებისგან, დღეს, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე,”- წერს პაპუაშვილი და ვიდეოს აზიარებს.