loader

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულმა აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა იზოლატორი დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულმა აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა იზოლატორი დატოვა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი საპატიმროდან გათავისუფლდა.

მეყანწიშვილმა იზოლატორი 10 000 ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო მოსამართლე ლელა კალიჩენლომ რამდენიმე საათის წინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.