loader

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტა

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტა.

აქციის დანარჩენი მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან.

თავდაპირველად, საავტომობილო გზა დაახლოებით 20:30 საათზე გადაიკეტა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდების შემდეგ, მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.

უფრო კონკრეტულად, პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს მიმართა, რომ გზის ხელოვნურად გადაკეტვა დაუშვებელია და მოუწოდა მათ, არ შეეზღუდათ საავტომობილო მოძრაობა. განცხადება გაავრცელა შსს-მაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოქალაქეებმა კანონის მოთხოვნები უნდა დაიცვან, “წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”.