4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, კიდევ ოთხს კი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრა. ის გირაოს გადახდის შემთხვევაში გათავისუფლდება.
აღნიშნულით მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებული ხუთი პირიდან ოთხს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, პროკურორის თქმით, მას ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება ბრალი, რის გამოც სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორის თქმით, ბრალის დასამტკიცებლად საქმეში მტკიცებულების სახით ვიდეო-ჩანაწერები არსებობს. ამასთან პროკურორი ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე უთითებდა, რის გამოც პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. განაგრძეთ კითხვა>>>