ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნული მისმა ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა „ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა.
ვლადიმერ ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გუშინ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა. თუმცა, რა გახდა შუამდგომლობის საფუძველი, ადვოკატი არ საუბრობს. უცნობია, პატიმრობის შეცვლის საფუძველი ღუდუშაურის მიერ ვინმეს მამხილებელი ჩვენება გახდა თუ არა.
ვლადიმერ ღუდუშაური ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე რამდენიმე თვის წინ დააკავა. განაგრძეთ კითხვა>>>