"უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს... დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა – შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა…" - სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი - გიორგი შარაბიძე ემსხვერპლა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
"ტრაგედია ორი დღის წინ, სოფელ დაფნარში მოხდა… დედა ემიგრაციში იმყოფებოდა, წუხელ დაბრუნდა – შვილი ცოცხალი ეგონა და მკვდარი დახვდა… უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს" – განაცხადა წყარომ.
გამოცემის ცნობით, გიორგი შარაბიძეს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი უკვე დაკავებულია. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.