loader

"გასაქცევი გაიქცეოდა..." - რას წერს ლალი მოროშკინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გასაქცევი გაიქცეოდა..." - რას წერს ლალი მოროშკინა

ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

მომხდარ ამბავს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ამდენ ფულს სახლში არავინ ინახავს.( ნორმალური) გასაქცევი გაიქცეოდა. ახალი ოპოზიცია არ გვავნებს. ტესტი მამლის ხრინწზე გავლილია.დიდი წერტილი," - წერს ლალი მოროშკინა.