loader

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების და ყოფილი მთავარი პროკურორის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების და ყოფილი მთავარი პროკურორის სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე გრიგოლ ლილუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ოთარ ფარცხალაძის ბინების ჩხრეკას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ "რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია".

"#terrorinGeorgia - საქართველოს რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნა საკუთარი თვითგანადგურების ტოლფასია: დღეს ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის (Partskhaladze) კერძო სახლებში", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თქვა, რომ ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.