loader

"უცხოეთში მყოფ ორ პირთაგან, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია" - შსს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცხოეთში მყოფ ორ პირთაგან, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 4 ოქტომბრის საქმეზე, შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შაიშმელაშვილს ბრალად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება.

„უცხოეთში მყოფ ორ პირთაგან, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.“- განაცხადა მინისტრმა.