4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს - რას ამბობენ მათი ოჯახის წევრები?
სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის, აქტივისტების დაკავებას არ ადასტურებენ, თუმცა, "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ყველა მათგანი გამთენიისას დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიამ მეყანწიშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
კონკრეტულად, თუ რას ედავებიან დაკავებულებს, ჯერჯერობით უცნობია.
"მარიამ მეყანწიშვილს ჰყავს 6 წლის შვილი. ერთადერთი პატრონია ამ ბავშვის. გთხოვთ, არ მოითხოვოთ მასზე პატიმრობა და გიაროს უფლება გამოიყენეთ.ნაცნობებო, უცნობებო, გთხოვთ ამ თემაზე ხმაურს. ყველამ იცის რომ მარიამი მარტოხელა დედაა" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ აქტივისტზე.
ვიდეო: "Tv პირველი"